7+1 დღის ცალ–ცალკე რეფლექსია
მოსწავლის პრეზენტაცია გაშლილი სახით
პორტფოლიოს ბლოგზე ატვირთვა
თითოეულმა ჩვენგანმა წარმოადგინა საუკეთესო პრეზენტაციები,აზრები ერთმანეთს გავუზიარეთ ჩვენ მიერ წარმოდგენილი თემების ირგვლივ. აგრეთვე ძალიან საინტერესოდ წარიმართა პრეზენტატორებს შორის დისკუსია.მინდა ვთქვა,რომ "ინტელის" მიმდინარე ტრენინგები გამორჩეული იყო ყველა სხვა ტრენინგებისაგან ინოვაციური მეთოდებისა და თემების სიუხვით.
ვთვლი,რომ ჩვენი ტრენერი ერთ–ერთი საუკეთესოა საქართველოში და დიდი მადლობა მას გაწეული მუშაობისათვის.
ჩემი ინტელის ბლოგი
Tuesday, May 19, 2015
Wednesday, May 6, 2015
Monday, May 4, 2015
Sunday, May 3, 2015
მერვე დღის რეფლექსია
დღეს დეტალურად განვიხილე ბლოგზე ატვირთული პრეზენტაცია, ვიმუშავე შაბლონიდან ბუკლეტის შექმნაზე, აგრეთვე განხილულ იქნა მოდული 3 –ის მე–2 აქტივობა,კერძოდ – საავტორო უფლებების ქაოსი. ყურადღება გამახვილებულ იქნა საავტორო უფლებების მნიშვნელობაზე და საავტორო უფლებებით დაცული მასალების გამოყენების წესებზე. აგრეთვე დეტალურად განვიხილე დრაივში საქაღალდის ატვირთვა და ბლოგზე ბმულის სახით გამოქვეყნება. დღევანდელი დღე ძალიან დატვირთული იყო სიახლეებით.
Subscribe to:
Posts (Atom)